სასტუმრო "სავანე"         Hotel "Savane"

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!         Welcome!

მთავარი        მომსახურეობა       ღირშესანიშნაობანი      დაგვიკავშირდით       გალერეა      English

    სასტუმრო ფუნქციონირებს 2002 წლიდან. 2006 წელს მას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ამჟამად იგი თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სასტუმროების კლასის კატეგორიას განეკუთვნება. სასტუმროში არის ლუქსი, ნახევარლუქსი, 2,3,4 ადგილიანი კომფორტული ნომრები. ყველა ნომერი უზრუნველყოფილია ცივი და ცხელი წყლით, ტელევიზორით და უწყვეტი ელექტროენერგიით. სასტუმროში ფუნციონირებს საკონფერენციო დარბაზი, კაფე–ბარი–რესტორანი. სადაც სტუმარს შეუძლია დააგემოვნოს ქართული და ევროპული უგემრიელესი კერძები. სასტუმროს ემსახურება 15 მაღალკვალიფიციური პერსონალი. ეგზოტიკის მოყვარულებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ სასტუმროს კუთვნილი ნავით, თევზაობის და გართობის მიზნით. სასტუმროს შიდა ბაღის ფართი შეადგენს 1500 კვ.მ. აქ ხარობს ისეთი ეგზოტიკური მცენარეები, როგორიცაა: ბანანის ხე, იუკა, ჰორტენზია, პასიფლორა, კიპაროსები, ტუია, სხვადასხვა ჯიშის პალმები, კივი, ვაშლის, მსხლის, კარალიოკის, ხურმის ხეები, ფეიხოა, ვაზი და ულამაზესი ყვავილები. ეზოს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ანიჭებს ლამაზი აუზი ხელოვნური ჩანჩქერით. ლამპიონები და სიმწვანეში ჩაფლული ბამბუკის კოხტა ფანჩატური. სასტუმრო სავანეში წყნარ, ოჯახურ გარემოში გატარებული დღეები თქვენი ცხოვრების ულამაზეს მოგონებად დარჩება.

სტუმარს ასევე შეუძლია ისარგებლოს საერთაშორისო და საქალაქო ტელეფონით, ფაქსით და ინტერნეტით. სასტუმროში 70 ადგილია.

ფასები შეთანხმებით.

ჯგუფებზე ფასდაკლებაა.

კვება შეთანხმები: კომპლექსური ან შეკვეთით.

თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ ნომერი სასურველი დროისათვის.  გვეწვიეთ!

  გალერეა